კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტი დარბაზში მოეწყო, სადაც ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და "ორერას" ცნობილი სიმღერები შეასრულეს.
რამდენიმე სიმღერა მათთან ერთად ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემაც შეასრულეს.
"ჩემი მუსიკალური ჩამოყალიბება ანსამბლ "ორერასთან" ერთად მოხდა. ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი უსაყვარლესი და საუკეთესო მოგონებები ამ ანსამბლს უკავშირდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ.
სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე ანსამბლის მოღვაწეობის აქამდე უცნობი კადრებიც აჩვენეს.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლი "ორერა" 1958 წელს დაარსდა და ჯგუფის პირველი წევრები რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე იყვნენ.