ხვალ, 22 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორის სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნება.
შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორის ცნობილ სიმღერებს ახალგაზრდა მომღერლები შეასრულებენ.
"ჩემ მუსიკის კონცერტზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობ. ვფიქრობ, საინტერესო ნაწარმოებებს წარვადგენ. იმასაც, რაც ხალხმა იცის და ისეთებსაც, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობია. ორსაათიანი პროგრამის განმავლობაში 20-ზე მეტ სიმღერას სხვადასხვა მომღერლები შეასრულებენ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ვაჟა აზარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კონცერტს ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი გაუწევს არანჟირებას დავით მაზანაშვილის დირიჟორობით.
ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო 20 საათზე დაიწყება.
ღონისძიება თბილისის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები