ქართველი მომღერლები 3 იანვარს ისრაელში გასტროლებზე მიემგზავრებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დუეტ "ჯორჯიას" წევრმა რატი დურგლიშვილმა განუცხადა.
"საახალწლო გასტროლები გვაქვს ისრაელში, სადაც ჩვენთან ერთად მომღერალი ლელა წურწუმიაც იქნება. კონცერტებზე ჩვენს სიმღერებს შევასრულებთ. კონცერტები, სავარაუდოდ, სხვადასხვა სივრცეში მოეწყობა", - განაცხადა დურგლიშვილმა.
დუეტი "ჯორჯია" ახალი წლის ღამეს თბილისში, ღია ცის ქვეშ ხვდება, სადაც სხვა მომღერლებთან ერთად მოსახლეობას ახალ წელს სიმღერით მიულოცავს.