"გია თორთლაძეს, ოპოზიციონერს, მე ვიცნობდი, მაგრამ 2007 -2008 წლების მიჯნაზე ასეთი პოლიტიკოსი გარდაიცვალა", _ განაცხადა კონსერვატორების პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გია თორთლაძის ბრალდებების კომენტირებისას.
"ის აღარ არსებობს უკვე, ფიგურა ასეთი სახელისა და გვარის, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" დამატება", _ აცხადებს ძიძიგური და თორთლაძეს "სახელისუფლებო მიკროფონს" უწოდებს.
"სახელისუფლებო მიკროფონს შემიძლია ვუპასუხო: კონსერვატულ პარტიას 2012 წლამდე არავითარი პარტიული საქმიანობა არ ექნება. ეს იქნება საქმიანობა კოალიციურ რეჟიმში. ეს არის ცალსახა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ კოალიციის საქმიანობას ზვიად ძიძიგური ან ირაკლი ალასანია დააფინანსებს, მე მინდა მას ვუთხრა, რომ ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ამას და რა თქმა უნდა დამფინანსებელი ამ საარჩევნო კოალიციისა და საარჩევნო სტრუქტურების ჩამოყალიბებისა ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქნება", _ აცხადებს ძიძიგური.