ირმა შარიქაძე ტანგოს პროექტზე მუშაობს. როგორც ფოტოგრაფმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მის ობიექტივში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოცეკვავეები მოხვდებიან.
"სამი წელია, რაც ტანგოს ვცეკვავ და ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა პროექტის დაწყება. მინდა, კლასიკური არგენტინული ტანგოს ყველაზე ცნობილი წყვილები გადავიღო. ამჯერად ბრიუსელში და ამსტერდამში მექნება გადაღებები. სხვადასხვა პროფესიონალ მოცეკვავეს ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გადავიღებ", - აღნიშნა შარიქაძემ.