მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა "ნაციონალური მოძრაობის" თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ამის შესახებ კუბლაშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო კომპრომისი იყო და ემსახურებოდა მხოლოდ ოპოზიციის გაძლიერებას პარლამენტში, მაგრამ ზოგიერთ ოპოზიციონერს არ უნდოდა პასუხისმგებლობის გაზიარება და ატეხა აჟიოტაჟი.
კუბლაშვილის განცხადებით, რამდენიმე საათში პარლამენტის სხდომაზე გუშინ მიღწეული ახალი შეთანხმების განხილვა უნდა დაიწყოს, რადგან ყველა ძირითადი პრინციპი უკვე ჩამოყალიბებულია.
კერძოდ, 150-მანდატიან პარლამენტში გადანაწილების ახალი პრინციპის თანახმად, 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი მოხვდება. ასევე, ყველა პარტიას, რომელიც 5 % -იან ბარიერს გადალახავს საშუალება ექნება შექმნას ფრაქცია. შეთანხმების თანახმად ასევე, გაიზრდება საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა პარლამენტში.