ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონადან გატაცებული დემურ ქირია, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს.
გალის რაიონის სოფელ თაგილონის ტერიტორიიდან ქირიას სახლს რამდენიმე შეიარაღებული პირი გუშინ დაესხა თავს. თავდამსხმელებმა სახლიდან ფული და ძვირფასეულობა წაიღეს, თან წაიყვანეს ოჯახის უფროსი დემურ ქირია.
გავრცელებული ინფორმაციით, დემურ ქირიამ გამტაცებლებს წინააღმდეგობა გაუწია და ის სწორედ ამის გამო მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები