ხვალ, 20 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ალმანახის პრეზენტაცია.
საქართველოს პენცენტრისა და აზერბაიჯანის ხელოვანთა გაერთიანება "ლუჩის" ერთობლივი საერთაშორისო პროექტის - "ლიტერატურული ხიდების" სერიით გამოვიდა თანამედროვე ქართული და აზერბაიჯანული პროზის ლიტერატურული ალმანახი "კონტაქტი". ალმანახში როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხრიდან წარმოდგენილია 9-9 ავტორი. ესენი არიან:
შოთა იათაშვილი, ზურაბ ლეჟავა, დავით ქართველიშვილი, ლადო კილასონია, თეონა დოლენჯაშვილი, სამირა კუზნეცოვა, გურამ მეგრელიშვილი, უჩა ზაქაშვილი და ბესო ხვედელიძე; ანარი, გასან გულიევი, ვიქტორ გაჯი-ოღლი, ნაილია ქერიმოვა, ალექსანდრ ხაკიმოვი, გიუნელ ანარგიზი, მარინა მურსალოვა, კეიმ სონი და ვადიმ მანსუროვი.
ალმანახი რუსულენოვანია. მასში შესულია როგორც ქართული და აზერბაიჯანული ენიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი მხატვრული ტექსტები, ასევე პირდაპირ რუსულ ენაზე შექმნილი მოთხრობები.