დღეს, 5 იანვარს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა ევროპის რუსული გაზით მომარაგების გამო შექმნილ პრობლემებს განიხილავენ.
უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის მიწოდების მოცულობის შემცირება პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში შეინიშნება.
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს საკუთარ პოზიციას “გაზპრომის” წარმომადგენელი ალექსანდრ მედვედევი და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, იური პროდანომი გააცნობენ, რომლებიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები