ხვალ, 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, ოპერის თეატრში სოლისტები ორკესტრთან პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის რეპეტიციას გაივლიან.
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც ფონდ "იავნანასა" და თიბისი ბანკის პატრონაჟით ხორციელდება.
საღამო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართება და პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში - საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა - "ბედის ძალა". მთავარ პარტიებს შეასრულებენ მსოფლოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ ბახტაძე. საღამოში მონაწილეობისთვის პაატა ბურჭულაძის მოწვევით საქართველოში ჩამოვა მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი - ალბერტო რინალდი. აღიარებულ მომღერლებთან ერთად იმღერებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. საღამოს დირიჟორია ჯანლუკა მარჩიანო.