"ჰოროსკოპის მიხედვით სამოსს არასდროს ვქმნი", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ.
"ჩემი აზრით, ადამიანმა ახალ წელს ახალი კაბა უნდა ჩაიცვას, ან ისეთი, რომელიც ბედნიერ დღესთან ასოცირდება. იქიდან გამომდინარე, რომ შავი დრაკონის წელი მოდის საქართველოში შავს და წითელ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა საინტერესოა მწვანე, წითელი და ოქროსფერი ერთმანეთთან შეხამებული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ცქვიტინიძემ
დიზაინერებმა 2012 წლის სამოსის ფერები და ნაჭრები უკვე ჩამოაყალიბეს, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" ცქვიტინიძემ აღნიშნა მსოფლიო დიზაინერების კოლექცია ქართული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე იცვლება.
"მსოფლიოში დიდი ჭრელი ყვავილები და ნათელი ფერებია ერთმანეთთან შეხამებული, თუმცა ქართული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ყოველთვის, შავი და ნაცრისფერია აქტუალური. ასევე, მსოფლიოში წელს ხელოვნური ბეწვი შემოდის მოდაში", - აღნიშნა დიზაინერმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ.