მსოფლოს უმდიდრესი ადამიანები, რომლებიც ჟურნალ "ფორბსის" მილიარდერთა სიაში არიან, 2010 წელის პროგნოზებზე ალაპარაკდნენ.
ნავთობისა და ვაჭრობის მაგნატი, ამერიკელი ჯონ კასტიმიდისი, რომლის ქონება 1,65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აცხადებს, რომ მისი აზრით, 2010 წელს მთავარ მოულოდნელობად საფონდო ბირჟაზე არსებული გარღვევა იქნება. ეს გარღვევა მილიარდერის აზრით 12000 პუნქტის ნიშნულს გადაადჭარბებს. ამავე დროს კანდიდატმა არ დააკონკრეტა, თუ კერძოდ რომელ ინდექსს გულისხმობდა.
ინდოელი მილიარდერი, ედი გოდრეჯი, რომლის ქონება 3,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წელს მთავარი სიურპრიზი მისი ქვეყნის დიდი ეკონომიკური აღმავლობა იქნება.
მილიარდერი პიტერ სონდახი, რომელიც ინდონეზიის უძრავი ქონებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა აცხადებს, რომ 2010 წელს იქნება მოულოდნელობები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფინანსურ კეთილდღეობას შეეხება. ეს მოულოდენლობები მისი აზრით, სასიამოვნო არ იქნება.
ჰოლივუდელი მეწარმე არნონ მილჩანი კი რომლის ქონება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აცხადებს, რომ 2010 წლის ყველაზე მოულოდნელ გადაწყვეტილებად ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შეიძლება იქცეს. მისივე თქმით, ისრაელის მხრიდან არსებობს ძალიან მაღალი მზაობა იმისა, რომ მიიღონ გადაწყვეტილება ორი სახელმწიფოს არსებობის შესახებ.
ცნობილი რიელტორი ლეონ ჩარნი კი მიიჩნევს, რომ 2010 წლის მოულოდნელ მოვლენად აშშ-ს პრეზიდეტის ბარაკ ობამას პოპუარობის მკვეთრი ვარდნა იქნება. ამასვე აცხადებს ცნობილი ავტოდილერი არტ ბარმანი, რომლის ქონება 1,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბარმანი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას რეიტინგი იმ დაბალ რეიტინგზე უფრო დაბლა დაეცემა, რომელიც მის წინამორბედს ჯორჯ ბუშს ოდესმე ჰქონდა.