რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედევედევმა, მახაჩლაში ამ დილითY მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ექვსი მილიციელი დაიღუპა რუსეთის შს სამინისტროსა და ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურის მიმართ შესაბამისი განკარგულებები გასცა.
კერძოდ, მედვედევმა რუსეთის შს მინისტრს რაშიდ ნურგალიევს დაავალა, რომ სამართალდამცავებს დაღესტანში არებულ მდგომარეობაზე კონტროლი გაემკაცრებინა და ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს დახმარებოდა.
იმავდროულად, მედვედევმა რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან ალექანდრე ბორტნიკოვოდან მოითხოვა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე კონტროლი გაემკაცროსა და მომხდარი ტერაქტის დეტალებში დაწვროლებით გარკვეს.
მედვედევის პრესსამსახურის უფროსის ნატალია ტიმაკოვას ინფორმაციით, დღეს ნურგალიევისა და მედვედევის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ნურგალიევმა პრეზიდენტს დაღეტანში არსებული სიტუაციის შესახებ მოუთხრო. ამის შემდეგ მედვედევმა შესაბამისი განკარგულებები გასცა.
მასალის გამოყენების პირობები