სოხუმში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უცნობმა პირებმა ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ხრიპს ჯოპუას სახლი დაცხრილეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სახლის მაცხოვრებლებისგან არავინ დაზარალებულა. თავდასხმა დილიდ 04:00 საათზე მოხდა.
აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. აღსანიშნავია, რომ ხრიპს ჯოპუა აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად იყრიდა კენჭს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთან ზაურ არძინბასთან ერთად.