საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კახა კალაძის მიერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დატოვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრები არ არის ნოღაიდელის პარტია, რომ დატოვო და წახვიდე.
"საზოგადოება თავად შეაფასებს კალაძის გუშინდელ გადაწყვეტილებას. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის პრესტიჟია და ამ გუნდში თამაშს უნდა იმსახურებდეს ფეხბურთელი", - განაცხადა ვარძელაშვილმა და აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც კალაძეს უნდა დაეცვა.
მისი თქმით, ის უნდა შეხვედროდა მთავარ მწვრთნელს და ჩაეყენებინა საქმის კურში და გადაწყვეტილება შეეთანხმებინა ფეხბურთის ფედერაციასთან.
"თუმცა, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არის ის, რომ ადამიანების გარკვეულმა წრემ არ იციან, რა უნდა აკეთონ, უნდა იყოს ფეხბურთში, თუ უნდა წავიდეს პოლიტიკაში", - განაცხადა მინისტრმა.