"თავსუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, პოლიტიკური ძალების მხრიდან "ქართული ოცნების" მიმართ მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება.
"ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ჩემი აზრით ეს არის მართლაც ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც და მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ მოძრაობის ხელმძღვანელს და ლიდერს", - განაცხადა ალასანიამ "ქართული ოცნების" პრეზენტაციის შემდეგ.
მისი თქმით, საერთო პასუხისმგებლობა იქნა აღებული, რომ უკეთესი საქართველო იხილოს ხალხმა.
"დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მედიაც გამჭვირვალე, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და გავხდებით თანამონაწილე ბევრად უფრო უკეთესი ქვეყნის", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.