"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს, "ქართული ოცნების" პრეზენტაციით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საქმე დაიწყო.
"მინდა გამოვთქვა ძალიან მყარი რწმენა იმისა, რომ ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ ამ ქვეყანაში სამართლიანობა, ღირსება და საქართველოს მოქალაქეებს დავუბრუნოთ საკუთარი ქვეყანა, რომელიც უკანონოდ და არასწორად აქვს ხელისუფლებას უზურპირებული. დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. საქმე დაიწყო", - განაცხადა უსუფაშვილმა "ქართული ოცნების" პრეზენტაციის შემდეგ.
შეგახხენებთ, რომ დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართა.