საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ „საქართველო უკან, რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს". ივანიშვილის შესახებ ბოკერიას კომენტარს გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung აქვეყნებს.
"ალბათ რამდენიმე შეკითხვა უნდა დასვა ადამიანმა, ამბობს ბოკერია, როცა რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი საქართველოში პოლიტიკაში მოდის. იგი უფრო თავშეკავებულია, ვიდრე სააკაშვილის პარტიის ზოგიერთი პარლამენტარი, რომლებიც ივანიშვილს "პუტინის პროექტად" მოიხსენიებენ. თუმცა ისიც ამბობს: "ივანიშვილს სურს საქართველო უკან, რუსეთის ორბიტაზე დააბრუნება". ეს ჩანს ივანიშვილის გამონათქვამებიდან, რომელიც მუდმივად თავისი ფორმულირებებით პუტინს უგზავნის სიგნალს: "მე ვარ ქართველი, რომელიც შენ შეიძლება მოგწონდეს", - აღნიშნულია სტატიაში, რომლის ქართულ თარგმანსაც foreignpress.ge აქვეყნებს
გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ბოკერია ამბობს, რომ აინტერესებს, თუ როგორია ივანიშვილი პოლიტიკური კრედო, მაგალითად, რას ფიქრობს სახელმწიფოს ბიზნესში ჩარევის საკითხზე.
„ისეც არ არის, რომ ბოკერიას ივანიშვილზე მეტი არაფერი ჰქონდეს სათქმელი: "საკითხავია, როგორია მისი პოლიტიკური კრედო: რა აზრისაა იგი მაგალითად სახელმწიფოს ბიზნესში ჩარევის ხარისხზე?, სვამს ის კითხვას. "ეს რთული ამოსაცნობი არ არის". ის თუ, საით შეიძლება ივანიშვილმა საქართველო წაიყვანოს, ჭორვილაში ჩანს: "იქ არავინ არაფრის მიმართ პასუხისმგებლობას აღარ გრძნობს - ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო", - ვკითხულობთ სტატიაში.
გიგა ბოკერიას აცხადებს, რომ ივანიშვილის ფიგურა ყველაზე დიდ საფრთხეს "სერიოზული ოპოზიციისთვის" წარმოადგენს, მაგალითად, „ირაკლი ალასანიასთვის, რომელიც მასთან მეკავშირეობით საკუთარი ავტორიტეტით რისკავს".
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოკერია „ივანიშვილის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს - მთავრობისათვის აღელვების საფუძველი არ არსებობს: "გამოკითხვებისას ჩვენი მონაცემები სტაბილურია", ამბობს გიგა ბოკერია "არჩევნებში ჩვენ არაფერი გვემუქრება". სიტყვა "არჩევნებს" იგი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს. დანარჩენი უფერო მინიშნებაა - მაშინაც კი, როცა იქვე დასძენს, მას არ სურს ვინმეს დაკნინება", - აღნიშნულია სტატიაში.