"პირადად ჩემთვის კოკოითის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება მოულოდნელი არ ყოფილა - კოკოითი ალბათ წავა და ამას იმიტომ გააკეთებს, რომ მიიღო გარანტია მოსკოვიდან იმისა, რომ დაცული იქნება მისი ფული, მისი მდგომარეობა და მისი სიცოცხლის უფლება", - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცხინვალის რეგიონში შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
"მეტსაც გეტყვით, კოკოითს სურდა კიდეც წასვლა მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ იგი ამას გარანტიების მიღების გარეშე არ აკეთებდა. გარანტიების კოკოითს მოსკოვიდან არც არჩევნების I და არც II ტურის შემდეგ არ ჰქონია. კოკოითმა ამ დროის გაჭიანურებითა და სიტუაციის დაძაბვით, მას შემდეგ, რაც მას უკვე ამოწურული ჰქონდა უფლებამოსილება მოსკოვს დაანახა, რომ ანგარიშგასაწევი ფიგურაა და ამავე დროს მოსკოვი დაარწმუნა იმაში, რომ მისი გამოყენება რუსეთისათვის ხელსაყრელ დროს სამხრეთ ოსეთში კიდევ შეიძლება. არ არის გამორიცხული კოკოითი მართლაც დაბრუნდეს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაში პარლამენტის თავმჯდომარის ან რეგიონული ლიდერის სახით, თუმცა მანამდე კი იგი ალბათ წავა, წავა მოსკოვში, სადაც დაცული იქნება მისი ფული, მისი მდგომარეობა და რაც მთავარია სიცოცხლის უფლება და იქნება იქ მშვიდად ვიდრე რუსეთს იგი არ დასჭირდება", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშმავს, რომ ყველაზე მოგებული ამჟამად ცხინვალის რეგიონში შექმნილი
"თუმცა, ჯერ ჯერობით, ედუარდ კოკოითმა თავისი ქმედებებით, თავისი საქმეც გაიკეთა, გარანტიებიც მიიღო და ჯიოევაც და მისი უკან მდგომი ადამიანები, მათ შორის კი თავისი მოსისხლე მტერი ჯამბოლატ თედეევი ჩამოიცილა", _ მიიჩნევს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ კოკოითს ძალიან ეშინოდა თედეევის, რომელმაც ძმის საფლავზე დაიფიცა, რომ ედუარდ კოკოითს გაუსწოდებოდა.
მისივე განცხადებით, კოკოითის წასვლის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ძალიან გაურკვეველი სიტუაცია იქმნება. პრაქტიკულად, ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელად რჩება არა ოსი, არამედ ჩელიაბინდეკლი რუსი ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეც კი არ არის.
"არჩევნებამდე პერიოდიოს განმავლობაში ალბათ თანამდებობიდან გადადგებიან სამხრეთ ოსეთის სხვა ხელმძვანელი პირები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და სხვები. ამასთან ერთად სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელად რჩება ჩელიაბინსკელი რუსი, არაოსი ვადიმ ბროვცევი და იქ ამჟამად მყოფი მოსკოვის წარმომადგენელი სერგეი ვინოკუროვი. ეს მეტად პარადოქსული სიტუაციაა", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ალა ჯიოევას, აქ კვლავ კოკოითმა ითამაშა ისე, რომ ჯიოევა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.
"მე ჯერ ჯერობით არ მაქვს ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯიოევა 25 მარტს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად დართეს. იმ შემთხვევაში თუ ჯიოევა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და სასამართლო თავის მიერ გამოტანილ განაჩენს ოფიციალურად არ გააუქმებს არჩევნებში რა თქმა უნდა ანატოლი ბიბილოვი გაიმარჯვებს, ხოლო თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად გაუქმდა და ალა ჯიოევას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს, მაშინ მას სეიროზული საფუძველი ექნება გამარჯვებაზე იფიქროს", _აცხადებს არეშიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.