უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილისთვის გაუგებარია, რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია დიმტირი შაშკინს, რომელიც "საკუთარი ხელებით აკოწიწებს" განათლების სისტემას. ეს განცხადება ცისკარიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიცონერმა დეპუტატებმა განათლების მინისტრი გააკრიტიკეს.
ცისკარიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ცრუობს, როდესდაც ამბობს, რომ სახელმძღვანელოები გაძვირდა, რადგან მათი ფასი ორჯერ და სამჯერ გაიაფდა.
"სიღრმისეული ცოდნის შესაძენად კომპიუტერისა და ინგლისურის სწავლა არის იარაღი ახალგაზრდის ხელში, რათა ის მაღალკვალიფიციურ კადრად ჩამოყალიბდეს", - აცხადებს ცისკარიშვილი.