საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ბიუჯეტის გადანაწილების პრიორიტეტები არაადეკვატურია.
ეს განცხადება ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.
~შევეჩვიეთ, რომ მთავრობა ნელ-ნელა შემოგვაპარებს ხოლმე მილიონებს. გვიხარია, რომ გადასახადებიდან შემოსული თანხა იზრდება, მაგრამ რაც უფრო იზრდება ბიუჯეტის პარამეტრები, მით უფრო არაადეკვატური ხდება მისი გადანაწილების პრიორიტეტები", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლისაზე 300 მილიონით მეტია, მაგრამ ამ თანხიდან მთავრობამ 20 მილიონიც კი ვერ გამოძებნა, რატა პენსია 67 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვისაც გაიზარდოს.
"თურმე 200 000 ადამიანისათვის პენსიის 25 ლარით გაზრდა დაგვაქცევს, წელში გაგვტეხავს და ქვეყანაში საბერძნეთისა და იტალიის მსგავს კრიზისსს გამოიწვევს", -- აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა და დასძინა, რომ პენსიების რაოდენობის დადგენისას ხელისუფლება პენსიონერებს ხან გეოგრაფიული და ხან სხვა ნიშნით ჰყოფდა.
ახვლედიანის თქმით, დაახლოებით 2 მილიონ 700 ათასი ლარი იქნება საჭირო 46 000 ვეტერანის დასაზღვევად, რასაც ხელისუფლება ბიუჯეტში ასევე არ ითვალსიწინებს.
"მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არიან ვეტერანები ისე იგნორირებულნი, როგორც საქართველოში", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
ახვლედიანს ფინანსთა მინისტრმა უპასუხა. დიმიტრი გვინდაძემ იკითხა, რაში მდგომარეობს ბიუჯეტის თანხის არაადეკვატური გადანაწილება. მისი თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვისას ყურადღება იმაზე მახვილდება, რომ ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობა შენარჩუნდეს და მას მაქსიმალურად დადებითი სალდო ჰქონდეს.
"ჩვენ ამ ყველაფერს ფხიზლად ვადევნებთ თვალს და დეპოლიტიზებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თქვენი გამოსვლა კი პოლიტიკური და არაეკონომიკურია", -- მიმართაYფინანსტა მინისტრმა ახვლედიანს.