პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, 2012 წლის ბიუჯეტი სოციალური პრობლემების დაძლევაზეა ორიენტირებული.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საქართველო პატარა ეკონომიკის ქვეყანაა და მას არა აქვს საშუალება ჰქონდეს დახურული ეკონომიკა. მისი თქმით, თანამედროვე ტიპის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე საქართველომ მიაღწია წარმატებებს, მაგრამ უმუშევრობის დონე მაინც მაღალია.
მაჭავარიანის განმარტებით, საქართველომ პასუხი უნდა გასცეს მთავარ გამოწვევებს, ეს არის ევროზონის კრიზისი და საერთო ეკონომიკური კრიზისი. მისი თქმით, 2012 წლის ბიუჯეტში ასახულია ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამ გამოწვევებზე.
მაჭავარიანის განცხადებით, ბიუჯეტში ასახული კონკრეტული პროგრამები არის დამატებით ათასობით სამუშაო ადგილი.
მისივე თქმით, ,,ასი საავადმყოფოს~ პროგრამას თავის დროზე დაემთხვა მძიმე ეკონომიკური ფონი, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც ბოლომდე მიყვანა იგი, ახლა კი მთავრობისთვის მთავარია ეს ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი.
მაჭავარიანის შეფასებით, წარმატებებია მოსალოდნელი სოფლის მეურნეობის სფეროშიც.
~მთავარია საქართველომ შეძლოს ყველა პროდუქტის მაქსიმალურად მოყვანა. გაიზარდოს ექსპორტი. ყველა პროგრამა, რომელიც ასახულია ბიუჯეტში მოგვცემს უფლებას მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები ქვეყანაში~, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.