საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფრომებზე ისაუბრა
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 10 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანდაცვაა.
"თვის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრ რეფორმას შევთავაზებდით საზოგადოებას და რეალური შედეგები სახეზეა. ჯანდაცვაში ჩვენ განსხვავებული ხედვა შევთავაზეთ საზოგადოებას, რაზეც, ასე ვთქვათ ,სახელმწიფო სადაზღვევო სექტორმა ერთად იმუშავა. სადაზღვევო სექტორმა ახალი საავადმყოფოები და ახალი კლინიკები ააშენა. აღნიშნული მიმართულებით კერძო სექტორმაც გარკვეული წვლილი შეიტანა", - განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, მომავალი წლის ბოლომდე 150 ახალი საავადმყოფო დაიწყებს ფუნქციონირებას. აქედან 40-ზე მეტი უკვე გახსნილია. გილაურის ინფორმაციით დეკემბრის თვის ბოლომდე 30 ახალი საავადმყოფო გაიხსნება.
"ეს არის ძირითადად რაიონულ ცენტრებში თუმცა თბილისშიც გაიხსნება რამდენიმე ახალი კლინიკა. თუ არ ვცდები თბილისში თვის ბოლომდე 450 -500-ზე მეტ საწოლიანი 3-4 კლინიკა გაიხსნება. შესაბამისად ჩვენი საზოგადოება რეალურად იგრძნობს ამ რეფორმის შედეგებს", - განაცხადა გილაურმა.