კახთის სამხარეო პროკურატურაში ამ წუთამდე გრძელდება არკადი პატარკაცისშვილის რაიონული შტაბების ხელმძღვანელების დაკითხვა.
როგორც გურჯანის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, პროკუარტურის ინტერესი ხვალინდელი დღეა, თუ რას აპირებენ პატარკაციშვილის მხარდამჭერები არჩევნების დღეს.
"ცოტა არ იყო სამართალდამცველების კითხვები სასაცილოა. მათ აინტერესებთ ხვალ იარღის გამოტანას ხომ არ ვაპირებთ და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხომ არ ვემზადებით~, - აცხადებს ნიკოლაშვილი.
საგულისხმოა, რომ არკადი პატარკაციშვილის მხარდამჭერების დაკითხვა გუშინ საღამოს ყველა რაიონის პროკურატურაში მიმდინარეობდა და დღეს უკვე სამხარეო პროკურატურაში გაგრძელდა.