"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, საქართველოში კვლევის შედეგების გაყალბება უკვე ტრადიციად იქცა.
როგორც IRI -ის კვლევის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, ბაღათურიამ განაცხადა, იგი არ ენდობა იმ ორგანიზაციების კვლევებს, რომლებიც ხელისუფლების ხელიდან იკვებებიან.
"ხელისუფლება მათთვის ლოიალურ კანდიდატურებს უმატებს მაჩვენებლებს, მასთან ნამდვილად დაპირისპირებულები კი ცდილობს მიწასთან გაგვასწოროს" - აღნიშნა ბაღათურიამ. მას მიაჩნია, რომ რეალურად გაცილებით მაღალია ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო პოლიტიკური კვლევების ზოგიერთი შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი ახერხებს - "ნაციონალური მოძრაობა", ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".