პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისთვის ბუნებრივია ის გარემოება, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) რეიტინგებში ნაციონალური მოძრაობის ჰიპოთეტური კანდიდატიც კი უსწრებს ოპოზიციის რეალურ კანდიდატებს.
ბაქრაძის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ კვლევის ამ ნაწილში საუბარია ჰიპოთეტურ კანდიდატზე, როგორსაც არასოდეს არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც კონკრეტულს.
"ნებისმიერ სოციოლოგს რომ ჰკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ჰიპოთეტური კანდიდატი ყოველთვის ბევრად ნაკლებ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე კონკრეტული კანდიდატი, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბუნებრივი და სრულიად გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ჰიპოთეტური კანდიდატიც კი ასწრებს ოპოზიციის ყველა რეალურ კანდიდატს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტულ შედეგად ბაქრაძემ ის მონაცემები დაასახელა, რომლის თანახმადაც, პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებში ხმას 42% მისცემდა, მის უახლოეს კონკურენტ ბიძინა ივანიშვილს კი - 17 პროცენტი.