საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახური საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისათვის ირაკლი ოქრუაშვილისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შესახებ საბოლოოო გადაწყვეტილებას 5 იანვარს გამოიტანს. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ აცნობა.
ბესელიას თქმით, ქართული მხარე საფრანგეთის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას 3 იანვრისათვის ელოდა, თუმცა მისივე აზრით, შესაძლოა, ამ თარიღმა ორი დღით საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო გადაიწია.
"არ გამოვრიცხავ, რომ თარიღის გადაწევა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, იმის შესახებ, რომ საფრანგეთის მხარე ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. ამ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი გერმანიის სასამართლო შეწვეტს ექსტრადაციის საკითხის განხილვას და ოქრიაშვილი გერმაციიდან საფრანგეთში გადავა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბესელია.
მისივე მტკიცებით, ქართული მხარის მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და საქართველოს ხელისუფლების მხრიდა იგი სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს ხელისუფლება Fფულის გათეთრებაში, ჯგუფურ გამოძლვაში და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. დაპატიმრებული ოქრუაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ 10 მილიონი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა და მას საქართველოს გენპროკურატურის ნებართვით გერმანიაში გამგზავრების საშუალება მისცა. გერმანიაში ოქრუაშვილი კვლავ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს და იგი ამჟამად ექსტრადიციის მოლოდინში გერმანიის "მოაბიტის" ციხეში იმყოფება.