საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ოპოზიცია უძლური და უუნაროა. ეს განცხადება მინაშვილმა მას შემდეგ გააკეთა რაც ჯონდი ბაღათურიამ ლაზიკის მშენებლობა გააკრიტიკა.
~პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარებას მას ამ ქვეყანაში შანსი არ გააჩნია. ეს ქალაქი, რომელზე იყო საუბარი და რომლის აშენების პირობა ხელისუფლებამ დადო, არის სიმბოლო მოდერნიზაციის და განვითარების. ეს არის დასაქმების სიმბოლო, უამრავი ადამიანი დასაქმდება და უამრავი ტურისტი ჩამოვა. ის იქნება ერთ-ერთი ცენტრი საქართველოს ეკონომიკის განვითარების. ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ხელისუფლება ეჭვმიტანილია საკუთარი პირობების სრულად შესრულებაში~, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ლაზიკის მშენებლობა წლებში დამთავრდება, რაც ითქვა და ~ეს იქნება ადამიანების დასაქმებისა და კეთილდღეობის სიმბოლო~.