"ქეთო და კოტედან" არ წამოვსულვარ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ.
ნანი ბრეგვაძის მიუზიკლ "ქეთო და კოტედან" წასვლის მიზეზად მომღერლის რუსეთში გასტროლები სახელდებოდა, თუმცა იყო ეჭვი მიუზიკლის ხარვეზებიდან გამომდინარე ბრეგვაძე სპექტაკლში აღარ დაბრუნებულიყო, რასაც "ჯი-ეიჩ-ენთან" მომღერალი უარყოფს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მიწევს გასტროლებზე წასვლა, სპექტაკლი ხომ არ ჩავარდებოდა, ამიტომ საჭირო იყო ჩემი შემცვლელი მოეძებნათ. როდესაც მე საქართველოში ვიქნები, აუცილებლად ვითამაშებ "ხანუმას". რაც შეეხება ლელას, მე ის არ მინახავს და ვერ შევაფასებ, თუმცა, როგორც ვიცი, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა", - განაცხადა ბრეგვაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ხანუმას" როლში ნანი ბრეგვაძე ლელა წურწუმიამ შეცვალა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" წურწუმიას პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა განუცხადა, ამასთან დაკავშირებით "ქეთო და კოტეს" დამდგმელმა რეჟისორმა, დათო დოიაშვილმა და მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, სპექტაკლამდე 2 დღით ადრე შეატყობინეს.
"ეს მოულოდნელი იყო. დაგვირეკეს დოიმ და ნიკა მემანიშვილმა და ლელას "ხანუმას" როლი შესთავაზა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამულაშვილმა.