"სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ მართონ თავიანთი ქვეყანა და თითი მოსკოვისკენ არ უნდა გაიშვირონ", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.
"იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ მათ ქვეყანა - რომელიც ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიეტად ვაღიარეთ - მათ თავად უნდა გადაწყვიტონ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ ჩვენი შუამავლების მეშვეობით. ამას ჩვენ კი გავაკეთებთ, მაგრამ თავად მოილაპარაკონ და გაიაზრონ, რომ პასუხისმგებლობა პატარა, მაგრამ ამაყი ხალხის ბედზე მათ ეკისრებათ. მათ მოსკოვისკენ ხელი არ უნდა გაიშვირონ. მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ერთი და მეორე მხრიდანაც", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, "მაშინ მათ პრობლემები ექნებათ. მოილაპარაკონ!" _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.