საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის შეფასებით, რუსული საზოგადოების იმედგაცრუება რუსეთის პოლიტიკური ელიტისადმი - პუტინისა და მედვედევისადმი - სახეზეა. ეს განცხადება მინაშვილმა რუსეთის სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
"მიუხედავად გაყალბებისა, რომელიც დასტურდება სხვადასხვა დოკუმენტით, მათ შორის ფარული ჩანაწერებით, მათ ვერ მოახერხეს საკონსტიტუცუციო უმრავლესობის მიღწევა და მხოლოდ რამდენიმე ხმით გადააჭარბეს უბრალო უმრავლესობას. წინა არჩევნებთან შედარებით, მათ დაკარგეს დაახლოებით 20%, - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა იყო შიდა პოლიტიკიდან ყურადღება გადაეტანათ საგარეო პოლიტიკაზე, დასავლეთთან დაპირისპირებაზე, საბჭოთა ტექნოლოგიამაც არ უმუშავა.
"ძალიან კარგად იკვეთება რუსული საზოგადოების უკმაყოფილება, რადგან მათ უფრო მეტი დემოკრატია სურთ. ეს ყველასთვის კარგია, როგორც რუსეთის მოქალაქეებისთვის, ასევე მეზობლებისთვის. განვითარებული მოდერნიზებული რუსეთი ნიშნავს იმას, რომ მას მოუწევს საქართველოს დეოკუპაცია, იმ თამაშის წესებით თამაში, რომელიც მსოფლიოში არსებობს", - განცხადება მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბიროს არჩევნებში 49.54%-ით "ედინაია როსია" ლიდერობს. მეორე ადგილზეა "კომუნისტურმა პარტია", ხოლო მესამე ადგილზე - "სპრავედლივაია როსია".