საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს. ხვალ, 6 დეკემბერს სასტუმროში "ჰოლიდეი ინ"-ში 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მძიმე და მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, კომუნიკაციის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები