ოსმა სეპარატისტებმა ევროკავშირის დამკვირვებლები ცხინვალში დაპატიჟეს. გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დააკავებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრის, 1975 წელს დაბადებული გენადი ფლიევის დაკავების დეტალების გასაცნობად და შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად.
სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები დღეს ცხინვალში ჩავლენ და შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ.
"ჩვენ მათ იმ ადგილს დავათვალიერებინებთ, საიდანაც საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გენადი ფლიევი გაიტაცეს. ადილზე ახლაც კარგად ჩანს ბრძოლი კვალი და სისხლი",_ აცხადებს ჩოჩიევი.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური უკანონო ბანდფორმირების წევრი, 1975 წელს დაბადებული გენადი ფილიევი დააკავეს. ფლიევის დაკავების საკითხზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მიჯილი.