ექსპერტი გია ხუხაშვილის უარყოფს ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებას, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. როგორც ხუხაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, იგი ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი არ არის და შესაბამისად მისი სახელით ვერ ილაპარაკებს.
"მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და მისი სახელით ვერ გამართავს მოლაპარაკებებს. რაც შეეხება მამუკა ღლონტს, შევხვედრივარ და კიდევ ეშვხდები, თუმცა ტელეკომპანიის ყიდვა-გაყიდვაზე საუბარი არ გვქონია. ეროსი ბოდავს და ისეთ განცხადებებს აკეთებს. ის არის ქეი ორი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს ხუხაშვილმა.
შგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აწარმოებდა .
"ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ღლონტს შორის შეხვედრაც შედგა. ივანიშვილთან ლღონტის და მისი პარტნიორების საუბრის დროს იყო შეთავაზება, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გადავიდოდა სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილთან. მხოლოდ ამას ვამბობ მეტს არაფერს. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამავე პერიოდში დამფუძნებლებმა ჩემთან ეპისტოლარულ ჟანრში დაწყეს საუბარი, მათი გაქტიურება დროში ზუსტად ემთხვევა ივანიშვილის გამოჩენას. ამ ურთიერთობის შედეგი არის ის რომ ივანიშვილის "გლობალ TV"-ის მეშვეობით "მაესტრო" უკანონოდ მაუწყებლობს ", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილის ინფორმაციით, "გლობალ TV" ბიძინა ივანიშვილის და მისი ძმის მფლობელობაშია.