ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი აწარმოებდა . ამის შესახებ კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ღლონტს შორის შეხვედრაც შედგა. ივანიშვილთან ლღონტის და მისი პარტნიორების საუბრის დროს იყო შეთავაზება, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გადავიდოდა სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილთან. მხოლოდ ამას ვამბობ მეტს არაფერს. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამავე პერიოდში დამფუძნებლებმა ჩემთან ეპისტოლარულ ჟანრში დაწყეს საუბარი, მათი გაქტიურება დროში ზუსტად ემთხვევა ივანიშვილის გამოჩენას. ამ ურთიერთობის შედეგი არის ის რომ ივანიშვილის "გლობალ TV"-ის მეშვეობით "მაესტრო" უკანონოდ მაუწყებლობს ", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილის ინფორმაციით, "გლობალ TV" ბიძინა ივანიშვილის და მისი ძმის მფლობელობაშია.