მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ეს შენობა, - ამის შესახებ განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო საზოგადოებრივი მაუწყებელზე დავით პაიჭაძის გადაცემაში "დიალოგი".
ღლონტის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი იმის საშიშროებაა, რომ არ მოეწყოს პროვოკაცია, როელსაც შეიძლება შეეწიროს რომელიმე სახე, რასაც შეიძლება მოყვეს სამოქალაქო დაპირისპირება.
"ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს იმისათვის, რომ აქ გამოაცხადოს კომენდატის საათი, ან ამდაგვარი მოხდეს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჟურნალისტების სრულმა შემადგენლობამ, დამფუძნებლებმა, დავტოვოთ ეს შენობა იმიტომ, რომ ეროსი კიწმარიშვილს არ მივცეთ საშუალება მოაწყოს პროვოკაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება. არ მივცეთ ხელისუფლებას ამის საშუალება", - განაცხადა ღლონტ5მა და აღნიშნა, რომ შენობის დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ "ჩვენ ეთერში არ ვიქნებით"
"და თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ტელეკომპანიის დახურვა, მას ამის გაკეთება მოუწევს არა უფორმო, არამედ ფორმიანი ადამიანებით",- განაცხადა მამუკა ღლონტმა და აღნიშნა, რომ მზად არიან პრობლმების სამართლებრივი გადაწყვეტისთვის.