სოზარ სუბარი ტელეკოპანია მაესტროს პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმართვას მიიჩნევს
როგორც სუბარმა ტელეკომპანია მაესტროს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება დაიწყეს და სუბარი იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.
"დაუშვებელია სიტყვის თავისუფელბის შეზღუდვა. აქ რომ იყოს ურთიერთობა ჩვეულებრივ ორ კომპანიას შორის, რომლებსაც ერთამენთში გასარკვევი აქვს საქმე, რა თქმა უნდა არცერთი ჩვენგანი აქ არ ვიქნებოდით. როდესაც საქმე ეხება სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვას, ბუნებრივია იქ უნდა ვიყოთ სადაც ეს თავისუფლება იზღუდება. ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები რათა სიტუაცია განიმუხტოს" - განაცხადა სუბარმა.