ეს არის წმინდა სამართლებრივად და ფაქტობრივად წმინდა წყლის პროვოკაცია, რომელიც ბატონმა ეროსი კიწმარიშვილმა განახორციელა. ამის შესახებ "მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხაადა. როგორც მან ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განმარტა, ეს პროცესი არ დაწყებული არც გუშინ და არც გუშინწინ.
"მე ამის მოლოდინი მქონდა. ეს პროცესი დაიწყო დაახლოებით ერთი თვის წინ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ კიწმარიშვილს წერილით, რომ შეესრულებინა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჰქონდა ნაკისრი ტელეკომპანია მაესტროს მიმართ. ეს არის მიმდინარე დავალიანებები, სახელფასო დავალიანებები. ასევე ის ინვესტიციები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, კიწმარიშვილის განცხადება, რომ მან განაცხადა, რომ 4 მილიონამდე განახორციელა ინვესტიცია, მტკნარი სიცრუეა.
"ამ თანხის სამი მეოთხედი არის გადახდილი მაესტროს ერთ-ერთი პარტყნიორის მაკა ასათიანის მიერ, როელსაც ასევე წარმოვადგენ მე მინდობილობის საფუძველზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. აქედან გამომდინარე, მას არანაირი ინვესტიციები პირადად არ გაუკეთებია. ეს არის ავანტიურა და მეტი არაფერი", - აღნიშნა გაბუნიამ.