ოსი სეპარატისტები ქართულ მხარეს ვინმე გენადი ფლიევის გატაცებაში ადანაშაულებენ. "სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გენადი ფლიევი დილის 7 საათზე გაიტაცეს, მაშინ როდესაც იგი სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან მოსაზღვრე რაიონში შანხაიში ვარჯიშობდა. მასზე თავდასხმა ხუთი ადამიანიდან შემდგარმა ჯგუფმა განახორციელა",_ იუწყებიან სეპარატისტები.
მათივე განცხადებით, ამჟამად გენადი ფლიევის ადგილსამყოფელი უცნობია. "საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები კი უარს აცხადებენ ოფიციალურად გასცენ პასუხი კითხვას თუ სად იმყოფება ამჟამად გატაცებული გენადი ფლიევი",_ იუწყება ოსური მხარე.
სეპარატისტები ასევე აღნიშნავენ, რომ გატაცების ორგანიზება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურებს შეეძლოთ, რომლებივ აქტიურად მოქმედებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებში.