საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ტელეკომპანია "მაესტრო" გასაყიდ ქონებად იქცა.
ლევან ვეფხვაძის აზრით, ამ შემთხვევაში ტელეკომპანია "მაესტროში" ბრძოლა ქონებისთვის მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება საკმაოდ ძვირად გაიყიდოს.
"ერთი იწყებს მოლაპარკებას ისე, რომ მმართველ კომპანიას არ აყენებს საქმის კურში, მეორე ყვირის, რომ 4, 5 მილიონი აქვს გადახდილი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზარალდებიან ჟურნალისტები, რადგან მათ მიმართ ნდობის ფაქტორი შემცირდება," - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ, ჭიდაობა მიდის თუ ვინ რამდენად გაყიდის და რა ოდენობის ფულს გააკეთებს.