ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის" წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეროსი კინწმარიშვილი სახელისუფლო ინსტრუმენტია.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია ,,მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან უკანონო ქმედებები განხორციელდა,რასაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.
ლორთქიფანიძის თქმით, კინწმარიშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ იგი თანამდებობებიდან ათავისუფლებს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძესა და პროდიუსერს მამუკა ღლონტს, სრული ნონსენსია.
ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა, რომ პატრულის თანამშრომლებმა მას ვერ უჩვენეს სამართლდარღვევის ოქმი
დეპუტატი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური სეტორი ტელეკომპანია ,,მაესტროს" ინტერესების დასაცავად სოლიდარული იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ,,მაესტროს", შენობაში ,,ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ,,მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კინწმარიშვილი, ტელევიზიის შენობაში თანხმლებ პირებთან ერთად შეიჭრა, რამაც ტელეკომპანიის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.