რუსი ოკუპანტები გალში მდებარე პირველი გალის საგუშაგოზე თავს დაესნენ ბაჩანა კვირკველიას.
აგრესორებმა ბაჩანა კვირკველია მანქანიდან გადმოიყვანეს დას ფული და ძვირფასეულობა წაართვეს.
კვირკველიასთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა. ჩხრეკის შემდეგ ოკუპანტებმა მისი მანქანაც მიითვისეს. ბაჩანა კვირკველიამ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის ოკუპანტებმა დაჭრეს.
კვირკველია გალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.