"ქართული ოცნების" პრეზენტაცია მიწვეულები სავარაუდოდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იქნებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
"მოძრაობის პრეზენტაციაზე სტუმრის სტატუსით შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის პარტიის წარმომადგენლები. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა და მას პირდაპირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოიცავს სამოქალაქო სექტორსაც. შესაბამისად, პოლიტიკური ორგანიზაციებიც დაპატიჟებულნი იქნებიან სტუმრის სტატუსით. "ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერის გამოთქმის საშუალება ექნება ყველას", - განაცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ არ აქვთ კონკრეტული სია, თუ ვინ იქნებიან მოპატიჟებულნი.