საპარლამენტო უმრავლესობა "ნეპოტიზმისა" და "ელიტური კორუფციის" განმარტებას შეეცადა. უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი და დავით დარჩიაშვილი ჯონდი ბაღათურიას იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლითაც მან პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ნეპოტიზმში დაადანაშაულა.
მინაშვილის თქმით, ბაღათურიას ნეპოტიზმის ტერმინის შინაარსი არ ესმის.
"მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ საბანკო სისტემა ერთ-ერთი ძალიან განვითარებული და დინამიკურია და დასავლური ბანკების მხრიდან ამ ბაზარზე შემოსვლის სურვილი მუდმივად არის. რამდენიმე უკვე შემოვიდა და მომავალშიც შემოვლენ", - აღნიშნა მინაშვილმა.
უმრავლესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით კი, "ნებისმიერი განმარტებით, კორუფცია არის ქრთამის აღება და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა. ეს შევარდნაძის დროს საყოველთაო პრაქტიკა იყო, მაგრამ ახლა არ არის".
შეგახსენებთ, რომ დღეს ბაღათურიამ გიალური ნეპოტიზმში დაადანაშაულა. "როცა პრეზიდენტი რომ მივა იმ ბანკთან, რომელსაც თქვენი ძმა მართავს, მიტინგს ჩაატარებს და იტყვის, რომ ეს ყველაზე კარგი ბანკია და ფული აქ უნდა გადარიცხოთო, ამას რა ჰქვია? ამას არ ჰქვია ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი და ელიტური კორუფცია?!"- იკითხა ბაღათურიამ.