ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დპეუტატი გურამ ჩახვაძე მთავრობის ათპუნქტიან გეგმას პროპაგანდისტულ დოკუმენტს უწოდებს.
პარლამენტში მიმიდნარე დებატებისას ჩახვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტით მთავრობა ისევ დაუბრუნდა ეკონომიკის სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპს, რაზეც ხუთი წლის წინ უარი თქვა.
ჩახვაძის თქმით, ამ დოკუმენტის შემუშავებისას ეტყობა მთავრობა ჩქარობდა და ამ სიჩქარეში მნიშვნელოვანი საკითხები გამორჩა.
მისივე თქმით, დოკუმენტი ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულებებს შეიცავს. კერძოდ, მთავრობა ერთის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრები გამოიწვევს დღეს მსოფლიოში არსებული კაპიტალის მოზიდვას, ახალი ინვესტიციების განხორციელებას და მეორეს მხრივ, იქვე ნათქვამია, რომ მსოფლიოს შემცირებული ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს პირდაპირი ინვესტიციების შემცირებას.
გურამ ჩახვაძემ მთავრობის 10 პუნქტიან გეგმაში ~ავანტიურული და აბსურდული ჩანაწერებიც~ აღმოაჩინა.
ჩახვაძის თქმით, დოკუმენტში არის ინიციატივა "ბიზნეს პლატფორმის სახით" რომელიც უფრო ავანტურაა ვიდრე რაიმე კვლევებზე დამყარებული განცხადება.
მისი აზრით, ეს ინიციატივა ისეთია, როგორიცაა მთავრობის მიერ თავის დროზე შემოთავაზებული და მერე უკან წაღებული ინიციატივა "საქართველოს, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის განვითარების შესახებ".