5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას თეთრ სახლში დაგეგმილი აქვს თათბირი სამართალდამცავი ორგანოების ხალმძღვანელებთან და აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნება ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ბაზების შედგენისა და გადამოწმების პროცედურები, ასევე აეროპორტში მგზავრთა გაფრენის წინა შემოწმების საკითხები.
ობამას გადაწყვეტილებით, ყველა ამ პროცედურაზე პასუხისმგებლად დაინიშნა პრეზიდენტის დამხმარე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ჯონ ბრენანი.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰავაიდან ვაშინგტონში საშობაო-საახალწლო არდადეგებიდან 4 დეკემბერს დაბრუნდა. ჰავაიში ობამა და მისი ოჯახის წევრები 24 დეკემბერს ჩავიდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ოჯახი კუნძულ ოახუზე ისვენებდნენ.