ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ ბოლშევიზმის მსხვერპლთა საკომპენსაციოდ გათვალისიწნებული თანხის გაცემა შეწყვიტა.
გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ფინანსთა უწყებამ იმ მიზერული - 150, 200 და 220 ლარის გაცემაც კი შეწყვიტა, რომლის ოდენობაც სასამართლომ განსაზღვრა.
მისივე განცხადებით, ათასობით მოქალაქე სამინისტროსაგან ამ კითხვაზე პასუხს ითხოვს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული კატეგორიის პირებისათვის კომპენსაციის გაცემის შეწყვეტაზე ინფორმაცია მას პირველად ესმის. გვინდაძის განმარტებით, სახელმწიფოს აქვს "ფისკალური მოქნილობა" და ამ საკითხის განხილვას მთავრობის სარეზერვო ფონდის სახსრების გათვალისწინებით დაუბრუნდება.