პალესტინელები არ დაუშვებენ ლიბანში დევნილთა ბანაკების ალ-ქაიდას ტეროტების დასაყრდენად გადაქცევას. ამის შესახებ მოძრაობა "ფათხის" ხელმძღვანელმა, სულთან აბულ აი ნეინმა განაცხადა.
მისი თქმით, ფათხის რაზმები და პალესტინური წინააღმდეგობის სხვა ძალები მობილიზებულნი არიან იატაკქვეშა ორგანიზაცია "ჯუნდ აშ-შამისთვის" წინააღმდეგობის გასაწევად.
ჯუნდ აშ შამი ალ-ქაიდას ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებული ორგანიზაციაა. ისლამის მიმდევარი ექსტრემისტები წარსულში არაერთხელ დაუპირისპირდნენ პალესტინის ადგილობრივ ადმინისტრაციას და შეეცადნენ, დევნილთა ბანაკებში საკუთარი წესების დამყარებას. გასულ შაბათს მათ კვლავ მოახდინეს შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება და ფათხის ერთ-ერთ შტაბს დაესხნენ თავს.
პალესტინის თავდაცვის ძალებმა მოახდინეს აინ-ალ ხილვეს ქუჩის ბლოკირება, სადაც 85 ათასი დევნილი პალესტინელი ცხოვრობს.
"მიღებულია ყველა ზომა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიოს ბანაკში ალ-ქაიდას ერაყელი და სხვა არაბული ქვეყნების მხარდამჭერთა შეღწევას", _ განაცხადა აბულ აი ნეინმა.