საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებს შეიწყალებს.
შესაწყალებელ პატიმართა ზუსტი სია ამ დროისთვის არ სახელდება.
პატიმართა შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს საპატრიარქომაც მიმართა.
შეწყალების კომისიის თავჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, საპატრიარქომ შესაწყალებელ პატიმართა სია უკვე გადააგზავნა.
მისი თქმით, შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს ასამდე პატიმრის შეწყალების რეკომენდაცია მისცა.