პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი უშედეგო იქნება.
როგორც საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, თუ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, გამოიძებნება ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და საერთაშორისო საზოგადოების თვალში მრავალპარტიულობის სურათი მაინც დაიხატება.
"ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია. შესაძლოა, მათთვის მოუღებელი იყოს ის საარჩევნო კოდექსი, რომლის პირობებშიც მათ მოუწევთ საარცენო პროცესში ჩართვა, თუმცა რომც არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, გამოიძებნება ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში და საერთაშორისო საზოგადოების თვალში მრავალპარტიულობის სურათი მაინც დაიხატება. ამიტომ, პროტესტის მიუხედავად, ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც უწევს. გაბუტვა პოლიტიკას არ უყვარს. თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩნდება და მოხდება ამ ძალების მარგინალიზაცია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საყვარელიძემ.